მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ
ამობეჭდვა · 28 / 06 / 2018 20:50
მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

საქმე ეხება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე 8 წელი მიესაჯა, თუმცა ამნისტირებული მუხლების გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილს 6 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

მიხეილ სააკაშვილმა შორენა გუნცაძის განაჩენს პოლიტიკური მასკარადი უწოდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, სასამართლოს პოლიტიკური დაკვეთა ბიძინა ივანიშვილმა მისცა იმისთვის, რომ მთავარი პოლიტიკური მეტოქე ჩამოიცილოს.   

მიხელ სააკაშვილის თქმით, ვალერი გალაშვილის საქმის მთავარი მოწმე ნინო ბურჯანაძე იყო, რაც პირდაპირ ადასტურებს პოლიტიკურ შურისძიებას. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, მისთვის პატიმრობის შეფარდება, ივანიშვილთან ერთად პუტინის პოლიტიკურ ინტერესებშიც შედის.

„მთავარი მოწმე იყო ნინო ბურჯანაძე, პუტინის კონკრეტული მარიონეტი საქართველოში. მან ეს ჩვენებები მისცა პუტინთან ვიზიტების შემდეგ, პოსტსაბჭოთა სივრცეზე ყველაზე მეტად და ალბათ, მსოფლიოს მასშტაბით პუტინს ვაღიზიანებ მე, ეს არის მისი არაერთი გამოსვლა, მათ შორის, თუნდაც, რამდენიმე დღის წინანდელი. საქართველოში ივანიშვილი, ერთი მხრივ, ასრულებს პუტინის დაკვეთას, რომელიც პუტინს საჯაროდ აქვს გაცხადებული და მეორეს მხრივ, ცდილობს გაიხანგრძლივოს მიერ ქართველი ხალხის ძარცვა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ტეგები