ტოვსტონოგოვის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო
ამობეჭდვა · 29 / 06 / 2018 14:03
ტოვსტონოგოვის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო

ჩუღურეთის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი გრძელდება, რომლის ფარგლებშიც, ტოვსტონოგოვის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო 480 გრძივი მეტრი ბორდიური და 1320 კვ.მ-ზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

შესრულებულ სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო. აღნიშნულ მისამართზე საგზაო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯა.

„ჩუღურეთის რაიონში საგზაო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. რამდენიმე ქუჩაზე პარალელურ რეჟიმში მიწისქვეშა კომუნიკაცია იცვლება, იგება გზები, რათა მოქალაქეებს კომფორტულად გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ. ასევე, ვხდებით მოსახლეობას, ვეცნობით ადგილობრივების საჭიროებებს და მათთან ერთად ვგეგმავთ სამომავლო პროექტებს“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

საგზაო სამუშაოები კომპანია „ბი ემ სიმ“ განახორციელა. ჩუღურეთის რაიონში, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, ასფალტის საფარი დაიგო და ქვაფენილი მოეწყო 16 ქუჩაზე.

ტეგები