განათლების სამინისტრო ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრების კონდიციონერებით აღჭურვას იწყებს
ამობეჭდვა · 29 / 06 / 2018 19:15
განათლების სამინისტრო ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრების კონდიციონერებით აღჭურვას იწყებს

განათლების სამინისტრო ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრების კონდიციონერებით აღჭურვას იწყებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, დღეს პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს დავალება, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრები გამოცდებს პერიოდში ​კონდიციონერებით აღიჭურვოს.

“სასწრაფოდ, პირდაპირი შესყიდვის წესით შევიძენთ მობილურ ან გადასატან კონდიციონერებს”, – განაცხადა მურღულიამ. ამასთან, მისივე თქმით, შესაძლოა, 22-ვე საგამოცდო ცენტრის 800-ვე სექტორში კონდიცირების დამონტაჟება ვერ მოესწროს.

ამასთან, კითხვაზე, აქამდე რატომ არ არის საგამოცდო ცენტრები კონდიცირებით აღჭურვილი, მურღულიამ განაცხადა, რომ მინისტრის დავალებით უკვე დაიწყო აღჭურვა და რუსთავში, საპილოტე რეჟიმში დადგმული კონდიციონერები ამაზე მეტყველებს.

„პილოტირება საჭიროა, რადგან გაგრილების სისტემას თან ახლავს ხმაური და მაღალი ძაბვის მოხმარება, რასაც შესაძლოა, სკოლის სადენებმა ვერ გაუძლოს”, – განაცხადა მურღულიამ.

როგორც მურღულიამ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის დავალების შესრულებას ორშაბათიდან დაიწყებენ.

ტეგები