შპს „ალბატროსში" პოლიცია შევიდა - სამართალდამცველები ნარკოტიკებს ეძებენ
ამობეჭდვა · 30 / 06 / 2018 15:31
შპს „ალბატროსში" პოლიცია შევიდა - სამართალდამცველები ნარკოტიკებს ეძებენ

შპს „ალბატროსის“ შენობაში პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.სააგენტო "პირველის" ცნობით, 30 ივნისს, უწყების თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მიმართა ახალი ამბების ერთ-ერთი სააგენტოს ჟურნალისტმა.

ჟურნალისტის განცხადებით, პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ცნობილი გახდა, რომ შპს "ალბატროსის" შენობის სხვენში ნარკოტიკული საშუალება ინახება.

"გლდანის პოლიციის თანამშრომლების მიერ ჟურნალისტის მომართვიდან რამდენიმე საათში გადაუდებელი აუცილებლობით დასახელებულ კომპანიაში დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებას გულისხმობს", - აცხადებენ უწყებაში.
 

ტეგები