ხაშურში ჩხუბის დროს კაცი მოკლეს
ამობეჭდვა · 30 / 06 / 2018 16:43
ხაშურში ჩხუბის დროს კაცი მოკლეს

ხაშურში რობაქიძის ქუჩaაზე, ახალაგზრდებს შორის დაწყებული ჩხუბი მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორი ახალგზარდა მძიმედ დაჭრეს, ორივე მათგანი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ტეგები