იაპონიაში რაკეტა აფეთქდა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 30 / 06 / 2018 18:30

იაპონიაში კომპანია  Interstellar Technologies რაკეტის უშედეგო გაშვების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

რაკეტა გაშვებიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან პროცესი დისტანციურად იმართებოდა. ინციდენტის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, ძრავის გაუმართაობა იყო.

ეს კომპანიის მეორე უშედეგო მცდელობაა. 11 თვის წინ კუნძულ ჰოკაიდოდან გაშვებული მათი კუთვნილი რაკეტა ჩამოვარდა.

ტეგები