პირველი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 30 / 06 / 2018 23:36
პირველი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მეტად გააქტიურდით, კარგი დღეა მიმოსვლისა და შეხვედრებისთვის. მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან. სწრაფად გადადით სიტყვიდან საქმეზე.

კურო
შეიძლება განახლდეს ძველი კამათი, უსიამოვნება. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას. გადაამოწმეთ დოკუმენტები და ფული.

ტყუპი
ეწვიეთ სპორტდარბაზს ან აუზს. კარგი დღეა მივლინებისთვის. მოერიდეთ უსიამოვნებას მეგობრებთან, გაუფრთხილდით ფინანსებს.

კირჩხიბი
აჩქარება და უფროსთან კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ დოკუმენტებს. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან.

ლომი
დილიდან პოზიტიურ განწყობაზე იქნებით. კარგად ჩაივლის დაგეგმილი მგზავრობა, შეხვედრა. საღამოს ნუ განმარტოვდებით.

ქალწული
შეიძლება განახლდეს ძველი კონფლიქტი ახლობლებთან. შესწორებებს საჭიროებს ადრე შესრულებული საქმე. თუ სპეციალისტს რჩევას ეკითხებით, გაითვალისწინეთ კიდეც.

სასწორი
ნუ დაგეგმავთ მგზავრობას შორ მანძილზე, მოლაპარაკებებს. დაკვირვება გმართებთ ტექნიკის შეძენისას. დღეს მეგობრებს გამოცდით ერთგულებაზე.

მორიელი
გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები ურთიერთობებში, დოკუმენტებში. მოერიდეთ დაპირისპირებას კოლეგებთან. სხვა დღისთვის გადადეთ მოლაპარაკებები, წერილების გაგზავნა.

მშვილდოსანი
მეტად დაისვენეთ. გარეგნულად მხიარული ჩანხართ, მაგრამ გულის სიღრმეში დარდს დაატარებთ. ეცადეთ, მტრებს არ გაუმხილოთ თქვენი სუსტი წერტილი.

თხის რქა
შეისწავლეთ უმცირესი დეტალებიც კი სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ. ზომიერება გმართებთ საყვარელ ადამიანთან და ნათესავებთან ურთიერთობისას.

მერწყული
გაფრთხილდით, აჩქარებისას არ დაუშვათ უზუსტობები. ზოგიერთს დაუგეგმავი მგზავრობა და შეხვედრა ელის. გამოასწორეთ წარსულში დაშვებული შეცდომები.

თევზები
საოჯახო და სამსახურის საქმეები აჩქარებას მოითხოვს. ფულის ხარჯვა გელით რემონტის, მსხვილ საყიდლების, ექსპერიმენტების გამო. ნუ მოცდებით არაფრისმომცემ საუბრებზე, უსიამოვნო მოგონებებზე.

ტეგები