რონალდუ სახლში მიდის - პორტუგალია-ურუგვაი 1:2
ამობეჭდვა · 01 / 07 / 2018 00:04
რონალდუ სახლში მიდის - პორტუგალია-ურუგვაი 1:2

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი პორტუგალიელი ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ჩაივლის. ევროპის მოქმედი ჩემპიონი პორტუგალიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაისთან 1:2 დამარცხდა. 

სოჭში გამართულ შეხვედრაში დუბლი ურუგვაელმა ედინსონ კავანიმ შეასრულა, პორტუგალიელთა მხრიდან კი საპასუხო გოლი პეპემ გაიტანა.

ურუგვაის ნაკრები საფრანგეთის ეროვნულ გუნდს 6 ივლისს შეხვდება.

ტეგები