რუსეთმა ესპანეთი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა
ამობეჭდვა · 01 / 07 / 2018 21:01
რუსეთმა ესპანეთი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა

რუსეთმა პენალტების სერიით ესპანეთი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ანგარიშით 1:1 დასრულდა, პენალტებით კი გამარჯვება რუსეთის ნაკრებმა მოიპოვა.

შეხვედრის მე-12 წუთზე რუსი მცველი სერგეი იგნაშევიჩის ავტოგოლის წყალობით ესპანეთმა პირველი ქულა მოიპოვა, 41-ე წუთზე კი გოლი რუსეთის ნაკრების თავდამსხმელმა არტემ ძიუბამ გაიტანა.

მეოთხედფინალში რუსეთი ხორვატია-დანიის მატჩის გამარჯვებულს შეხვდება.

საფეხბურთო მატჩების განრიგს და ანგარიშების შესახებ ყველა სიახლეს შეგიძლიათ გაეცნოთ ერთ გვერდზე.

რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყო და 15 ივლისამდე გაგრძელდება.

ტეგები