იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო საავადმყოფოში მოხვდა
ამობეჭდვა · 02 / 07 / 2018 13:46
იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო საავადმყოფოში მოხვდა

74 წლის იტალიელი მომღერალი ტორო კუტუნიო ბელგიის ქალაქ სერენის საავადმყოფოში მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი სიცხის გამო იტალიელ მომღერალს გულის უკმარისობის პრობლემა შეექმნა და მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

ამის გამო ის იტალიური სიმღერის ფესტივალზე ვერ გამოვიდა, სადაც საპატიო სტუმრად იყო მიწვეული და უფასო კონცერტი უნდა გაემართა.

მომღერალს საავადმყოფოდან სავარაუდოდ კვირის ბოლომდე გაწერენ.

ტეგები