„შეცდომა დავუშვი, ბოსტანში არ უნდა დამემარხა გვამიო“ - რას ჰყვება დის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი
ამობეჭდვა · 02 / 07 / 2018 14:47
„შეცდომა დავუშვი, ბოსტანში არ უნდა დამემარხა გვამიო“ - რას ჰყვება დის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მცხოვრებ 80 წლის რ. თავაძეს, გამოძიება მასთან ერთად მცხოვრები 82 წლის დის მკვლელობას ედავება.

მიუხედავადე იმისა, რომ მოხუცი ქალბატონის მკვლელობა სავარაუდოდ ერთი თვის წინ მოხდა, მომხდარი ცნობილი მხოლოდ გუშინ გახდა.

გამოძიების ვერსიით, მკვლელობა ჩაქუჩის თავში ჩარტყმით მოხდა, ხოლო მკვლელობის შემდეგ, მკვლელმა მოკლული საკუთარ ბოსტანში დამარხა.

მოხუცი და-ძმა სახლში მარტო ცხოვრობდნენ.

"გურიის მოამბემ" კომენტარი მომხდართან დაკავშირებით ბრალდებულის ადვოკატს, დავით მამალაძეს სთხოვა"

"ჩემი ვარაუდით აშკარად გვაქვს საქმე ფსიქიკურ პრობლემასთან, მაგრამ ეს ფსიქიკური პრობლემა, მისი მტკიცებით გამოწვეულია სოციალური სიდუხჭირით. სოციალური პრობლემა მარტო იმით არ გვარდება, ბანკში ანგარიშებზე ფული გქონდეთ, სოციალური პრობლემაა როცა შვილები საზღვარგარეთ არიან და ოჯახებში მოხუცებულები ცხოვრობენ მარტო. რატომ გაიქცა შვილები? იმიტომ, რომ აქ ვერ დაიმკვიდრეს ადგილი. რ. თავაძე საზოგადოებაში ძალიან დაფასებული კაცი იყო, პარტიის იდეოლოგიური მდივანი რაიკომში, შემდეგ მოქალაქეთა კავშირის დამფუძნებელი, ასაკმა არ შეუწყო ხელი თუ არა "ნაციონალებისა" და "ოცნების" ლიდერიც იქნებოდა. როცა ვკითხე, რატომ მოკალით-მეთქი, მიპასუხა, კვდებოდა და დავეხმარე რომ ტანჯვა შემემსუბუქებინა მისთვისო. ვკითხე, რატომ დამარხე ეზოში, სამძიმარი მიგეღო და როგორც წესია ისე დაგეკრძალა-მეთქი და მიპასუხა, არ მინდოდა შვილები შემეწუხებინა და ხარჯები ენახათო. ეს შეცდომა კი დავუშვიო, ბოსტანში არ უნდა დამემარხა, სასაფლაოზე უნდა წამეღო გვამიო-ამბობს ბრალდებული" - გვითხრა დავით მამალაძემ.


 

ტეგები