მარიამ ხაჭვანის „დედე" ევრაზიის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა
ამობეჭდვა · 02 / 07 / 2018 19:37
მარიამ ხაჭვანის „დედე" ევრაზიის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა

ქართველი რეჟისორის მარიამ ხაჭვანის „დედე” ასტანაში, ევრაზიის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ eurasiafestival-ი ავრცელებს.

ფილმი 5 ნომინაციაზეა წარდგენილი. მათ შორის: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო მსახიობი კაცი და ჟიურის პრიზი.

ტეგები