„ცინიზმია ამ მაისურით ასეთი აღშფოთება, როცა შენივე დევნილები საშინელ დღეში ცხოვრობენ შენივე ქვეყანაში“
ამობეჭდვა · 02 / 07 / 2018 22:59
„ცინიზმია ამ მაისურით ასეთი აღშფოთება, როცა შენივე დევნილები საშინელ დღეში ცხოვრობენ შენივე ქვეყანაში“

მწერალ ზურაბ ჯიშკარიანის პასუხი საზოგადოებას, რომელიც ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის დაჯილდოვებაზე (ჯიშკარიანი აღნიშნული კონკურსის გამარჯვებული გახდა) მისმა გამოცხადებამ მაისურით, რომელზეც დე ფაქტო აფხაზეთის „სახელმწიფო“ სიმბოლიკა - დროშაა გამოსახული, აღაშფოთა. ჯიშკარიანმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი დაწერა:

„მაისურზე: МШЫБЗИА!

ასეთი იყო ჩემი სამყარო 9წლის ასაკში. ჩემს წინ აფეთქებული კორპუსიც მახსოვს და ბრმა ტყვიით მოკლული ბავშვიც. 12-სკენ იმდენი ტრუპი, ცეცხლი, ტყვია, ატირებული ხალხი და გვამი მქონდა ნანახი რამდენი სათამაშოც არ მქონია ან მულტფილმი ნანახი. ამ ომის შემდეგაა 10-ზე მეტი ბინა რო გამოვიცვალე, ზოგში ხან გატეხილი ფანჯრიდან თოვლი შემოდიოდა, ზოგში ისე ციოდა ნათხოვარი ქურთუკებით გვეძინა და მაინც არ ათბობდა. ptsd-იც ამკიდა ამ ომმა და დღემდე შიგადაშიგ კოშმარებით ვიღვიძებ და ყვირილით. მამაჩემიც იბრძოდა, იმათ წინააღმდეგ ვისთან ერთადაც გაიზარდა სოხუმში. ჩემი ნათესავებიც დაიღუპნენ ამ ომში. ამიტომ ნუ მასწავლით "აფხაზეთის ტკივილს" და ვისაც ეს აფხაზეთი ტელევიზორიდან გაქვთ ნანახი და იქიდან გტკივათ და სისხლს ითხოვთ - ცოტა ხანი გვერდზე გაიწიეთ.

კიდე უფრო იქეთ გადაიწიეთ ის ხალხი, ვისაც აფხაზეთის დაბრუნება წარმოუდგენია რო ჩვენი არმია შედის აფხაზეთში, ხოცავს აფხაზების 80%-ს, დანარჩენ 20-ს რეზერვაციაში ათავსებს და ამას ეძახის გამარჯვებას. ეს არაა გამარჯვება, ეს გენოციდის გეგმაა, რასაც ამდენი ხანი გვტენიდა ჩვენი სახელმწიფო, რომელიც იკვებებოდა ჩვენი ტკივილებით და თითქოს სალბუნად ედებოდა ჩვენს სიბრაზეს და სასოწარკვეთას.ჩვენ უარი უნდა ვთქვათ შურისძიების წყურვილზე!

ეხლა იმ ხალხს მივმართავ, ვინც ეს და უარესები გადაიტანა - ომში გამარჯვებულები არ არიან!!! მანდ ყველამ წააგო! გაიხსენეთ შიმშილში გადატანილი ღამეები და გაგახსენდებათ, შეხედეთ ეხლანდელ დანგრეულ სოხუმს და ნახავთ.. ორივემ წააგო.
და ალბათ თქვენ ყველაზე მეტად უნდა გესმოდეთ რომ სინამდვილეში ჩვენი მტერი აფხაზი ერი კი არაა, ჩვენი მტერი - რუსეთია! რუსეთს აწყობს შუღლი ჩვენს ერებს შორის და ყველა ის ფაშისტი (აფხაზეთის მხრიდანაც და საქართველოც მხრიდანაც ) ვინც ამ შუღლს ცეცლხს უნთებს - რუსეთის ინტერესებს უფრო ამაგრებს, ვიდრე სიტუაციას აიასნებს ჩვენს შორის.(მეც მახსოვს როგორ ვოცნებობდი ბევრი წელი როგორ შევვარდები სოხუმში და "დავხოცავ აფხაზებს" და ა.შ.) ;

აი, ეხლაც ვიყურები წარსულში , ვხედავ ამ ნახატს და ძალადობის მეტს ვერაფერს ვხედავ და სადმე თუ არ გავჩერდით ეს ძალადობა არასდროს დამთავრდება. მე ვაღიარებ რომ ეს ერი არსებობს! ეს ენა არსებობს! და ეს დროშაც რაც აქვთ არსებობს და იარსებებს! და როცა მინდა რო მომავალში გავიხედო არ მინდა ისევ ეს ნახატი ჩანდეს მომავალში --მინდა რო მომავალში დავინახო თანაარსებობა.

ეს მაისური ჩემმა ეროვნებით აფხაზმა მეგობარმა მაჩუქა, პატივისცემით და სიყვარულით,და ხშირად მაცვია ხოლმე.თუგვინდა თანაარსებობა ჩვენც უნდა ჩავიცვათ აფხაზური მაისურები და ვისწავლოთ აფხაზური ენა, ისევე როგორც მათ უნდა ჩაიცვან ჩვენები და ისწავლონ ჩვენი ენა. რო ისევ რუსულად რო მოგვიწიოს ერთმანეთში საუბარი.
ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ეს ტესტია: სისხლი გვწყურია თუ სიყვარული?

ვიცი, რო ყველაზე რთული გადასაგორებელია ის სისხლი რაც მაშინ დაიღვარა, მაგრამ სისხლი სისხლის წილ პრინციპით ეს პრობლემა არასოდეს მოგვარდება.შურისძიების შეგრძნება გვაბრმავებს და ხელს გვიშლის აფხაზში ადამიანი დავინახოთ.. ხო მე ვუწვდი ხელს და სალამს ვეუბნები ჩემს ნაცნობებს და ნათესავებს იქეთ მხარეს და ველოდები იგივეს მათგან!
ძაანკარგს შვება ჩვენი ქვეყანა რომ აფხაზებს უფასო მკურნალობას სთავაზობს, ყოველწლიურად ასობით აფხაზი ჩამოდის სამკურნალოდ ამ ქვეყანაში. და კი, ჩემი ოცნება შეიძლება ფუტურისტული და აუხდენელია მარა ევროკავშირის მაგვარი კონფედერაციაა.(რაც ასე არ აწყობთ რუსებს და ქართველ და აფხაზ ნაციონალისტებს,რომლებსაც ისევ სისხლი უნდათ. სისხლი არასოდეს არაა პრობლემა, უმარტივესი რამეა, დაღვრი ორ წამში, სინამდვილეში რთული და ადამიანური ისააა რომ მომავლისკენ გაიხედო და თუნდაც ყოფილ მტერში ადამიანური იპოვო)

ისევ სისხლი თუ ახალი სალამი?

ჩვენ გვინდა მშბზია ვცადოთ და გამარჯობა გავიგონოთ პასუხად.

One Love! #LegalizeAbkhazia West Side Till I Die!
------------
p.s. განსაკუთრებით ბრმა ცინიზმი მგონია ამ მაისურით ასეთი მასიური აღშფოთება და "აფხაზეთის ტკივილი", როცა შენივე დევნილები საშინელ დღეში ცხოვრობენ შენივე ქვეყანაში და კიდე უამრავი სხვა პრობლემაა გარშემო.ამდენი დაშეარება რომელიმე მათგანს მაინც რო ქონდეს ერთი ადამიანი მაინც იქნებოდა უკეთესად ალბათ.“

Dilla Al-Sukhumi-ს ფოტო.

ტეგები