ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია მუშაობას დღეს განაახლებს
ამობეჭდვა · 03 / 07 / 2018 11:47
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია მუშაობას დღეს განაახლებს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია მუშაობას დღეს 15:00 საათზე განაახლებს.

სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების – გამომძიებელ ირაკლი ფიფიას, დეტექტივების სამმართველოს უფროსის იოსებ სიგუას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის შალვა ბედოიძის მოსმენა გაგრძელდება.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
 

ტეგები