"იმას გათხოვებამ უშველა და ამას არ მგონია საშველი დაადგეს" - ნიკა გვარამია
ამობეჭდვა · 03 / 07 / 2018 19:12
"იმას გათხოვებამ უშველა და ამას არ მგონია საშველი დაადგეს" - ნიკა გვარამია

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ფრეკენ ბოკი, სანამ კეთილი გახდებოდა.
იმას ძია იულიუსზე გათხოვებამ უშველა და ამას არ მგონია საშველი დაადგეს.
ეს ნახევრად ხუმრობით, და რეალურად, ასეთი ფაშისტური განწყობის და მენტალობის და ამავე დროს უვიცი და ხეპრე ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე არასდროს არ გვყოლია. კრიმინალების მფარველი (და ამას ვგულისხმობდი სიტყვაში "მამაშა" და არა მდედრობითი სქესის სუტენიორს, როგორც ზოგიერთმა გადაწყვიტა) ეკა ბესელიაც კი ისვენებს", - წერს გვარამია.

ტეგები