ქართველ მოკრივეს აშშ-ში სასჯელი შეუმსუბუქეს
ამობეჭდვა · 03 / 07 / 2018 21:20
ქართველ მოკრივეს აშშ-ში სასჯელი შეუმსუბუქეს

აშშ-ში პატიმრობაში მყოფი ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე ადგილობრივმა სასამართლომ ნაწილობრივ გაამართლა. ამის შესახებ ინფორმაცია მოკრივის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

"მოვიგეთ ის იდიოტობები:ბარიგობა, სუტინიორობა, იარაღის გაყიდვა, რაღაც საბუთების გაყალბება, არალეგარული ფულის გზავნა და ა.შ. დარჩა 2 ბრალდება: რეკეტი და გემლინგი , მაგრამ ამასაც არ ვეთანხმები, აპილს დავწერთ და დაახლოებით გაისად ამ დროს მექნება სასამართლო. ეხლა დარჩენილია რას მომისჯიან. ამ ყველაფერს რომ მედავებოდნენ , 3 წელი შემომთავაზეს და არ ავიღე. სასამართლოს რომ წააგებ 2ს გაძლევენ, მე 2 საქმე მოვიგე ანუ შესაძლებელია იგივე 3 წელი მომისაჯონ. 1 უკვე ვზივარ, მინუს კიდევ კარგი ყოფაქცევა , აქაური გამოთვლით ამ სისტემის 10 თვე ერთ წლად ითვლება,იმიტომ რომ ძალიან მკაცრი რეჟიმია. გაქაჩე გამოქაჩე და კიდევ ერთი წელი და ამომარტყამენ ტრ...ში პანღურს და მეტყვიან მოუსვი აქედანო ჰა ჰა ჰა .ეხლა მე განვავითარე ყველაზე ცუდი ვარიანტი... "- წერია ხურციძის ფეისბუქ გვერდზე.

ტეგები