გენგემაში ასახულია ყველა ის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას - ვანო ზარდიაშვილი
ამობეჭდვა · 04 / 07 / 2018 15:46
გენგემაში ასახულია ყველა ის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას - ვანო ზარდიაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, თბილისის განვითარების გენგემაში ასახულია ყველა ის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას.

,,რამდენიმე დღეში დედაქალაქის საკრებულო განიხილავს მერიისა და "სითი ინსტიტუტის" მიერ ერთობლივად შემუშავებულ გენგემას, რომელშიც ასახულია ყველა ის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას. გენგეგმაში გაწერილია ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბევრი პროექტი, მათ შორის მესაკუთრეთა ინტერესებისა და უფლებების მაქსიმალური გათვალისწინებით დაზუსტდა ქონებრივი საკითხების გადაწყვეტის გზები, შემუშავდება საგზაო ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების სტრატეგია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოსდაცვით საკითხებს, პარკირებისა და სკვერების მოწყობას.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თბილისს უახლოეს პერიოდში ექნება რეალურად განხორცილებადი გენერალური გეგმა, რომელიც ორიენტირებულია ქალაქში არსებული პრობლემების სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებაზე", - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ტეგები