ზვიად კუპრავა პოლიციაში დაიბარეს - „პატიმრობით ცდილობენ ჩემს იზოლირებას!“
ამობეჭდვა · 05 / 07 / 2018 10:38
ზვიად კუპრავა პოლიციაში დაიბარეს - „პატიმრობით ცდილობენ ჩემს იზოლირებას!“

ზვიად კუპრავა ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციაშია დაბარებული. კუპრავა პოლიციაში 12 საათზე უნდა მივიდეს:

"საქმე ჩემს მიმართ დიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 366 მუხლით, თითქოსდა სასამართლოს შეურაცყოფის ფაქტზე.
სასაცილო და აბსურდული!

ივანიშვილი დარწმუნდა, რომ ჩვენი შეჩერება ვერანაირი ფორმით ვერ მოხერხდა და ეხლა ცდილობს გრძელვადიან პერსპექტივაში, წინასწარი პატიმრობით ჩემს იზოლირებას!

მინდა იცოდეს მან, რომ ციხეში კიარა, სადაც არ უნდა გამომამწვდიოს და მოახდინოს ჩემი იზოლირება, იქიდან ჩამოვშლი მის ძალადობრივ სისტემას სადაც ვიქნები!

ჩამამწყვდევს ციხეში?! - ჩამოვშლი ციხიდან!

ვიჯდები ეთერში?! - ჩამოვშლი ეთერიდან!

ვიდგები რუსთაველზე?! - ჩამოვშლი რუსთაველიდან!" - წერს კუპრავა

ტეგები