ხვალ უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება
ამობეჭდვა · 05 / 07 / 2018 16:47
ხვალ უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, პრეზიდენტის რეზიდენციაში ხვალ, 6 ივლისს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ნატო-ს ბრიუსელის 11-12 ივლისის სამიტისთვის მზადების პროცესში საქართველოს ხელისუფლების კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხებისა და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესის განხილვა.

მათივე ცნობით, საბჭოს წინაშე მოხსენებებით წარდგებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, ხვალ, 19:30 საათზე გაიმართება.

ტეგები