გორის რაიონში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
ამობეჭდვა · 06 / 07 / 2018 13:32
გორის რაიონში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხელთუბანთან 18 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი გორი-მეჯვრისხევის საავტომობილო გზაზე ნახეს. ინფორმაციას "რეგინფო" ავრცელებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, 18 წლის ახალგაზრდამ ახლობელს დაურეკა და უთხრა, რომ დაჭრილი იყო. მეორე ვერსიით კი, ბიჭს ავტომობილი დაეჯახა.

„რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობას გულისმობს.

ტეგები