საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა
ამობეჭდვა · 06 / 07 / 2018 19:57
საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. საფრანგეთის ეროვნულმა გუნდმა დღეს ურუგვაი 2:0 დაამარცხა.

გოლები რაფელ ვარანმა და ანტუან გრიზმანმა გაიტანა.

საფრანგეთი ნახევარფინალში ბრაზილია-ბელგიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ტეგები