მართვის მოწმობის ჩამორთმევის გამო სამეგრელოში კაცმა მანქანა დაწვა
ამობეჭდვა · 06 / 07 / 2018 20:27
მართვის მოწმობის ჩამორთმევის გამო სამეგრელოში კაცმა მანქანა დაწვა

სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მცხოვრებმა 40 წლის ჯ.ჭ-მ მართვის მოწმობის ჩამორთმევის გამო, საკუთარი ავტომობილი დაწვა. ამის შესახებ "რეგინფო" წერს.

შემთხვევა გუშინ, 5 ივლისს მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, როდესაც ავტომობილს ცეცხლი წაუკიდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის განადგურება და დაზიანებას გულისხმობს.

ტეგები