კანადაში ძლიერი სიცხეების გამო 50 ადამიანი დაიღუპა
ამობეჭდვა · 06 / 07 / 2018 23:10
კანადაში ძლიერი სიცხეების გამო 50 ადამიანი დაიღუპა

კანადის პროვინცია კვებეკში, მაღალი ტემპერატურის გამო დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 33 გარდაცვლილის შესახებ.

სამედიცინო დაწესებულებების ინფორმაციით, ყოველდღიურად სტიქიის გამო 1200-ზე მეტი შეტყობინება შედის.

ამ ეტაპზე კანადაში ტემპერატურამ რამდენიმე გრადუსით დაიკლო, თუმცა საგანგაშო მდგომარეობა კვლავ ნარჩუნდება.

ტეგები