"შსს მზადაა ნაბიჯების გადასადგმელად მაგრამ როგორც ვხედავ წინააღმდეგობას უწევს პროკურატურა"
ამობეჭდვა · 07 / 07 / 2018 10:16
"შსს მზადაა ნაბიჯების გადასადგმელად მაგრამ როგორც ვხედავ წინააღმდეგობას უწევს პროკურატურა"

"შ.ს.ს. მზადაა ნაბიჯების გადასადგმელად მაგრამ როგორც ვხედავ წინააღმდეგობას უწევს პროკურატურა.
 
13.00 საათზე მივდივართ მთავარ პროკურატურაში,რათა მივიღოთ პასუხები თუ რის ნიადაგზე არ სურთ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა.
 
იმედი მაქვს 7 თვიანი ლოდინის შემდეგ ექნებათ რეალური პასუხები,თუ რატო დადის სადისტი მკვლელები ქუჩაში თავისუფლად და რატო არ სურს პროკურატურას მათი თავისუფლების აღკვეთა", - წერს ზაზა სარალიძე.
 
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა 13:00 საათზეა ჩანიშნული და მასზე ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ისაუბრებენ.
 

ტეგები