პიარში დასაქმებულთა ხელფასებში, რეკლამასა და სხვადასხვა პიარ აქტივობებში 2013-2017 წლებში, 160 მილიონ რალამდე დაიხარჯა
ამობეჭდვა · 07 / 07 / 2018 11:35
პიარში დასაქმებულთა ხელფასებში, რეკლამასა და სხვადასხვა პიარ აქტივობებში 2013-2017 წლებში, 160  მილიონ რალამდე დაიხარჯა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” დღეს, 7 ივლისს წარადგინა კვლევა ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფო უწყებების მიერ პიარ ღონისძიებებსა და რეკლამაში გაწეული დანახარჯების მზარდი დინამიკის შესახებ. 

ძირითადი მიგნებები:

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ,  2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საჯარო უწყებებმა პიარ აქტივობებსა და რეკლამაში 98 მილიონ 480 ათას ლარზე მეტი დახარჯეს. 

ჯამში, პიარ სამსახურებში დასაქმებულთა ხელფასებში, რეკლამასა და სხვადასხვა პიარ აქტივობებში 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 159 მილიონ 730 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო უწყებების პიარისა და სარეკლამო  დანახარჯები მკვეთრად მზარდია. ყველაზე მეტი ხარჯი ამ კუთხით 2016 წელს იქნა გაღებული, როდესაც მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. 

2013-2017 წლებში ყველაზე მაღალდანახარჯიან უწყებებს შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები წარმოადგენენ: “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, “ღვინის ეროვნული სააგენტო” და “აწარმოე საქართველოში”. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან პიარ აქტივობებისა და რეკლამების დანახარჯის ზრდა, ძირითადად, ამ სამი უწყების ხარჯზე ხდება. 

ასევე აღსანიშნავია, რომ 2013-2017 წლებში მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულების ანაზღაურებამ 12 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც ამ პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით 122 საჯარო უწყების მიერ პიარ სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხის (61,250,000 ლარის), დაახლოებით, მეხუთედია.

კვლევის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე

ტეგები