რობოტი სოფია საქართველოში ჩამოვა
ამობეჭდვა · 07 / 07 / 2018 13:30
რობოტი სოფია საქართველოში ჩამოვა

17-19 ივლისს საქართველოში მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე სოფია ჩამოვა. ის სიტყვით გამოვა “ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) სამიტზე, რომელსაც მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.

სამიტის ვებგვერდზე წარმოდგენილი დღის წესრიგის თანახმად, რობოტი საჯარო სერვისებისა და ინოვაციების სესიაზე აუდიტორიის წინაშე 18 ივლისს, 14:30 საათზე წარსდგება. სესია მთაწმინდის პარკში გაიმართება.

რობოტი „სოფია“ კომპანია Hanson Robotics-მა 2015 წელს შექმნა. 2017 წელს რობოტმა საუდის არაბეთის მოქალაქეობა მიიღო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რობოტს მოქალაქეობა მიანიჭეს. 

ტეგები