აბიტურიენტი, რომელიც პატრულმა გამოცდაზე დაგვიანებას გადაარჩინა, პოლიციელებს მადლობას უხდის
ამობეჭდვა · 07 / 07 / 2018 18:06
აბიტურიენტი, რომელიც პატრულმა გამოცდაზე დაგვიანებას გადაარჩინა, პოლიციელებს მადლობას უხდის

"დღეს, უნარების გამოცდაზე ვიგვიანებდი, ამას დაემატა ისიც, რომ გზა გადაკეტილი იყო და შესაბამისად საგამოცდო ცენტრამდე ფეხით უნდა ავსულიყავი. მანქანიდან პანიკური შეტევით გადმოვედი და თავი ბოლტი მეგონა, ისე გავრბოდი:) საპატრულო ეკიპაჟი მორიგეობდა გზაზე, იმდენად შეურაცხადი ვიყავი, ერთ-ერთმა შემომთავაზა თუ გაგვიანდება აგიყვანთ 173 სკოლამდეო. შოკში ვიყავი, თვითონ შემომთავაზა, არ დაიზარა, ადგა, მანქანის კარი გამიღო, ჩამსვა და მეუბნება, არაფერი დამეზარება იმისთვის, რომ თქვენ ჩააბაროთო.მიმიყვანა, მადლობა გადავუხადე და მომღიმარი სახით წარმატებები მისურვა. 

ძალიან იმოქმედა ამ კაცმა ჩემს განწყობაზე, ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ესეთ კეთილ პატრულს უბრალოდ მიჩვეული არ ვართ, მაგრამ აი ფაქტი - he made my day", - ნათქვამია მადლობის წერილში.