„გავფრინდით ფილადელფიაში, ჩემი ვაჟის ედვარდის ქორწილში“ (ფოტო)
ამობეჭდვა · 08 / 07 / 2018 10:58
„გავფრინდით ფილადელფიაში, ჩემი ვაჟის ედვარდის ქორწილში“ (ფოტო)

მიხეილ სააკაშვილი ოჯახთან ერთად მისი ვაჟის ქორწილში გაემგზავრა. ამის შესახებ მან ფეისბუქის გვერდზე დაწერა:

„გავფრინდით ვიქენდზე ფილადელფიაში, ჩემი ვაჟის ედვარდის ქორწილში…

ედვარდი რადიოპროგრამების პროდიუსერად მუშაობს და თანამშრომლობს BBC ის "National Public Radio"სთან.ის დაქორწინდა თავის სვარტმორის(პენსილვანია) კოლეჯელ შეყვარებულზე ადინე მელვუს-პეტრუსზე. ადინა მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში და ინტენსიური სწავლის მეთოდით ეუფლება ქართულს..

როგორ ჩქარა მიქრის დრო...თითქოს ჯერ კიდევ გუშინ ვიდექით ჩვენ ჯვრისწერაზე ამერიკაში (არადა,ეს იყო დიდი ხნის წინ ,1993 წელს).

ფოტოზე ედუარდის გვერდით, ჩვენი ოჯახის ახალი წევრი - ადინა მელვუსია. ასევე, სანდრა, ჩემი უმცროსი შვილი ნიკოლოზი, დედაჩემი და სანდრას მამა“.

Mikheil Saakashvili-ს ფოტო.

ტეგები