„დე­დი­კო­თი მივ­მარ­თავდი, იმი­ტომ რომ კალ­თა­ზე მყავ­და გა­მო­კე­რე­ბუ­ლი“
ამობეჭდვა · 08 / 07 / 2018 11:11
„დე­დი­კო­თი მივ­მარ­თავდი, იმი­ტომ რომ კალ­თა­ზე მყავ­და გა­მო­კე­რე­ბუ­ლი“

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე შექ­მნი­ლი პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის წევ­რე­ბმა 51-ე სკო­ლის დი­რექ­ტორ­ი და მისი მო­ად­გი­ლე გამოკითხეს.

თბი­ლი­სის 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, თი­ნა­თინ ყე­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მი­ვი­და.

“მე ვი­ყა­ვი სა­დის­ციპ­ლი­ნო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე, რა დრო­საც და­მი­რე­კა ერთ-ერ­თმა მას­წავ­ლე­ბელ­მა და მი­თხრა, რომ და­ვი­ღუ­პეთ, ბავ­შვე­ბი მოგ­ვიკ­ლე­სო. მე მა­შინ­ვე გა­ვი­ქე­ცი ხო­რა­ვას ქუ­ჩის­კენ და ად­გილ­ზე მის­ვლი­სას პირ­ვე­ლი ა.ბ. შე­მე­ჩე­ხა. მან მი­თხრა, რომ არ მომ­შორ­დე­ბო­და გვერ­დი­დან, ვი­ნა­ი­დან რა­ღაც ნახა. ამის შემ­დეგ ორი­ვე წა­ვე­დით და ლე­ვან­თან მივ­ვარ­დით, რო­მე­ლიც სა­დარ­ბა­ზოს კი­ბე­ზე იწვა. ის ვი­ღა­ცას ეჭი­რა მხრე­ბით, თუმ­ცა ზუს­ტად არ მახ­სოვს ვის. ჩვე­ნი მოს­წავ­ლე ნამ­დვი­ლად არ იყო.

სულ სის­ხლი­ა­ნი იყო და ორი­ვე მხარ­ში ხელი მოვ­კი­დე. როცა შე­ვე­ხე, თავი ცუ­დად გა­და­აგ­დო. ამ დროს ა.ბ.-მ რო­მე­ლიც ამ დრომ­დე ჩემ­თან რჩე­ბო­და, მი­თხრა – წა­მო­დი ჩქა­რა და­თო­საც უჭირ­სო და წა­ვე­დით და­თოს­კენ. მახ­სოვს ვყვი­რო­დი, ხალხნო, იქ­ნებ ვინ­მემ მან­ქა­ნით გა­და­ვიყ­ვა­ნოთ ეს ბავ­შვი-თქო. ძა­ლი­ან ვჩხუ­ბობ­დი, ყვე­ლას ვე­ჩხუ­ბე­ბო­დი, იმი­ტომ რომ იქ სას­წრა­ფო არ იყო და არც პო­ლი­ცია. ჩემს შემ­დეგ მო­ვი­და ორი­ვე.

შე­ვე­დი თაღ­ში და და­ვი­ნა­ხე დათო, რო­მე­ლიც იწვა ბოძთან, სის­ხლის გუ­ბე­ში. თავ­ზე ვი­ღაც კაცი ედგა, და­თოს თვა­ლე­ბი გა­ხე­ლი­ლი ჰქონ­და და ვუყ­ვი­რო­დი, დათო, ხომ მხე­დავ-თქო. დე­დი­კო­თი მივ­მარ­თავდი, იმი­ტომ რომ კალ­თა­ზე მყავ­და გა­მო­კე­რე­ბუ­ლი. დედა ყავ­და ემიგ­რა­ცი­ა­ში. მე სია მაქვს იმ ბავ­შვე­ბის, ვი­საც ემიგ­რა­ცი­ა­ში ყავს მშო­ბე­ლი და მათ მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გრძნო­ბა მაქვს, ვიცი ეს რაც არის, მე თა­ვა­დაც ვი­ყა­ვი ემიგ­რან­ტი, ამი­ტომ ჩემ­თვის დათო იყო შვი­ლი­ვით. ვე­უბ­ნე­ბო­დი თვა­ლე­ბი არ და­ე­ხუ­ჭა და ესუნ­თქა. მერე ისევ გა­მო­ვი­ქე­ცი ლე­ვან­თან, რად­გან და­თოს­თან კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ვი­ნა­ხე და მინ­დო­და ორი­ვე ადა­მი­ან­თან ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. არ­კი­დან გა­მოს­ვლი­სას უკვე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა მო­ვი­და და ორი­ვე ბავ­შვთან ექი­მებს მი­ვე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ დახ­მა­რე­ბოდ­ნენ“, – გა­ნა­ცხა­და თი­ნა­თინ ყე­ნი­ამ.


მი­სი­ვე თქმით, ამის შემ­დეგ ის ა.ბ.-სთან ერ­თად პო­ლი­ცი­ა­ში წა­ვი­და.

ტეგები