„პუტინის პროექტი ჩაიშალა და ეს პატარა ხორვატიამ გააკეთა“ - ზაზა ფირალიშვილი
ამობეჭდვა · 08 / 07 / 2018 11:55
„პუტინის პროექტი ჩაიშალა და ეს პატარა ხორვატიამ გააკეთა“ - ზაზა ფირალიშვილი

პუბლიცისტი ზაზა ფირალიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„პუტინის პროექტი, რომ საფეხბურთო ჩემპიონატი რუსული იმპერიის „მუხლებიდან წამოდგომის“ ახალი ეტაპის სიმბოლოდ ქცეულიყო, ჩაიშალა და ეს პატარა ხორვატიამ გააკეთა. სულ ვფიქრობ, დადგება თუ არა მომენტი, როდესაც რუსები მიხვდებიან, თუ რატომ გაახარა ამ თითქოს "სულ რაღაც სპორტულმა" ამბავმა მილიონობით ადამიანი. დიდი იმედი ვერ გექნება კაცს. მათ ვერც ის გაიაზრეს, თუ რატომ გაურბის ყველა, ვისაც კი ამისი შანსი აქვს, რომ გულაგისა და მილიონობით ადამიანის ცხოვრებისა და სულის დამახინჯების შემდეგ, საქართველოში, უკრაინაში, ჩეჩნეთსა და დნესტრიპირეთში ჩადენილის, პუტინის პირადი მტრების ბანდიტური მოწამვლის შემდეგ რუსეთის სიყვარული და მასთან ყოფნის სურვილი სრულიადაც არ არის თავისთავადი რამ. თუ ოდესმე გაიაზრებენ და გადარჩებიან როგორც ხალხი. ჯერჯერობით კი საკუთარი წარსულისა და აწმყოს გამო სირცხვილს სულ ორი-სამი ასეული ადამიანი თუ გრძნობს. სხვები მთელი დანარჩენი სამყაროს წინააღმდეგ შეთქმულან და ნეტარებით გათანგულან თავის უმსგავს საქმეებში. თითქოს საგანგებოდ ამზადებენ ნიადაგს თავისი ისტორიული კრახისათვის“.

ტეგები