„მე მიყვარს რუსები!“ - ხორვატიელი ფეხბურთელი
ამობეჭდვა · 08 / 07 / 2018 15:06
„მე მიყვარს რუსები!“ - ხორვატიელი ფეხბურთელი

ხორვატიის საფეხბურთო ნაკრებმა რუსეთთან გამარჯვების შემნდეგ ვიდეომიმართვა ჩაწერეს, სახელწოდებით - „დიდება უკრაინას!“

ვიდეოში ისმის ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველის დომაგოი ვიდას შეძახილი - „დიდება უკრაინას“. რის შემდეგაც ხორვატიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ოგნენ ვუკოევიჩი ამბობს, რომ რუსებზე გამარჯვება „დინამოს“ და „უკრაინას“ ეძღვნება,

აღნიშნული ვიდეო ინსტაგრამის გვერდზე - "footballhub_ua" ვუკოევიჩის ინსტაგრამის მითითებით გამოქვეყნდა. გამოქვეყნების მომენტში ვიდეო ვუკოევიჩის გვერდიდან წაიშალა.

მოგვიანებით ვიდამ განაცხადა, რომ მისი გამონათქვამი ხუმრობა იყო და პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს. „მე იქ მეგობრები მყავს, ჯერ კიდევ კიევის „დინამოში“ თამაშის დროიდან. არ მინდა ერთმანეთში ავურიო ფეხბურთი და პოლიტიკა. მე მიყვარს რუსები, მე მიყვარს უკრაინებელბი, მე მიყვარს ბრაზილიელები, მე მიყვარს ყველა“, - განაცხადა ფეხბურთელმა ერთ-ერთ გამოცემასთან.

ტეგები