ამერიკელი ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი, სავარაუდოდ, მწყემსებმა მოკლეს
ამობეჭდვა · 08 / 07 / 2018 16:16
ამერიკელი ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი, სავარაუდოდ, მწყემსებმა მოკლეს

დუშეთში ამერიკელი ცოლ-ქმარის დაღუპვის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. ინფორმაციას „ნიუპოსტი“ ავრცელებს.

როგორც წყარო ყვება, ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი სავარაუდოდ მწყემსების მიერ არიან მოკლული. მკვლელობის მოტივი ძარცვას არ უნდა უკავშიდებოდეს, თუმცა ზუსტი მიზეზები უცნობია.

„ნიუპოსტი“ ინფორმაციის დაზუსტებისთვის შს სამინისტროს პრესცენტს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ექსპერტიზის დასკვნამდე დეტალებზე არ საუბრობენ.

საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ 6 ივლისს გახდა ცნობილი. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები შედეგად, რაიან სმიტის და მისი ცოლის ლორას სხეუულები იპოვეს. გარდაცვლილია მათი მცირეწლოვანი შვილიც.

ოჯახის მეგობრების თქმით, ორი დღის წინ, როდესაც ლორა სმიტი არ გამოდიოდა კონტაქტზე მეგობრებმა მიმართეს ამერიკის საელჩოს, საიდანაც მათ დაუდასტურეს, რომ ლორა სმიტი გარდაცვლილი იპოვეს, მოშორობით კი რაიან სმიტის ცხედარი.

 

ტეგები