ვარშავის აეროპორტში ტოქსიკური ნივთიერებით 14 ადამიანი მოიწამლა
ამობეჭდვა · 08 / 07 / 2018 17:16
ვარშავის აეროპორტში ტოქსიკური ნივთიერებით 14 ადამიანი მოიწამლა

ვარშავის ფრედერიკ შოპენის სახელობის აეროპორტში ტოქსიკური ნივთიერების გაჟონვის შედეგად, 14 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. ყველა მათგანი აეროპორტის თანამშრომელია. ქიმიური ნივთიერების გაჟონვა მთავარ სატვირთო ტერმინალში მოხდა.

აეროპორტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ საავადმყოფოში მყოფი ყველა ადამიანი გულისრევიას და თავის ტკივილებს უჩივის. ყველა მათგანი სამედიცინო დაკვირვების ქვეშაა.

წინასწარი მონაცემებით, უცნობი ნივთიერება - ფენილაცეტონიტრილია, რომელიც 36 კასრში ინახებოდა. ვარაუდობენ, რომ გაჟონვა სწორედ ერთ-ერთი მათგანიდან მოხდა. 

ტეგები