ტექნიკის განვადებით შეძენა გართულდა
ამობეჭდვა · 08 / 07 / 2018 18:13
ტექნიკის განვადებით შეძენა გართულდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სესხის გაცემაზე ამოქმედებულმა რეგულაციებმა ტექნიკის განვადების რაოდენობა 2 თვეში 20%-მდე შეამცირა. ინფორმაციას ტექნიკის მაღაზიებზე დაყრდნობით „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს.

სპეციალისტების თქმით, განვადებების რაოდენობის შემცირება ახლმა რეგულაციებმა გამოიწვია. მიმდინარე წლის 7 მაისიდან მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე კომერციულ ბანკებს სესხების გაცემა შეეზღუდათ. ეს იმას გულისხმობს, რომ თვითდასაქმებულებს, ანუ მათ, ვისი შემოსავალიც ოფიციალურად არ ფიქსირდება, სესხის მისაღებად დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა დასჭირდებათ. ამასთან, განსაზღვრულია ლიმიტი, თუ რა ოდენობის სესხის მიღება შეეძლებათ თვითდასაქმებულებს. აღნიშული პრინციპი მოქმედებს განვადებაზეც.

ტეგები