„ბავშვი პანიკურად ტიროდა, შემეცოდა და ვესროლეო“ - ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
ამობეჭდვა · 08 / 07 / 2018 21:39
„ბავშვი პანიკურად ტიროდა, შემეცოდა და ვესროლეო“ - ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

დუშეთში, ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრის ლორა და რაიან სმიტების მკვლელობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. მათ 4 წლის შვილს მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ.

ფეისბუქმომხმარებლები წერენ, რომ რაიანი გამოცდილი მოგზაური იყო, მაგათ არაფერი არ დაემართებოდათ თუ რამე არ დაუშავესო. 

ხადას ხეობის ტრაგედიის შესახებ forum.ge -ზეც არის ინფორმაციები:

,,ტელეფონზე მითხრეს, მეცხვარე ლენინგორელი პატარა ლაწირაკია, რომელსაც მთელი ხადა ენდობოდა. მას ჩაუდენია. მოტივი უცნობია, ბავშვი დამარხული ყოლია, მთელი ხადა გადაკეტილია. მარა მოკლავენ თუ ძალოვნებმა არ უშველეს ისევ”.

,, ახალგორელი მეცხვარეების მიერ დაქირავებული ასევე ახალგორელი მწყემსია ეჭვმიტანილი. ყველა გაოგნებულია მაგას არ ჩაიდენდაო არ ჯერა ხალხს. არადა აღიარა ყველაფერი”.

„ჩემი ინფორმაციით, ჯერ კაცი მოკლა თოფით. შემდეგ ბავშვს ესროლა და ცხედარი თოვლის ზვავში გადამალა.ქალი თოფით არ არის მოკლული. შოკურ მდგომარეობაში მყოფი ან გადახტა ან გადააგდო ხევში. სწორედ ამიტომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძალადობის კვალი არ ეტყობათო.

მოტივი ურთიერთშელაპარაკება, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. ხოლო ურთიერთშელაპარაკების მიზეზი ჯერ არაა ცნობილი.“

„უთქვამს, ბავშვი პანიკურად ტიროდა, შემეცოდა და ვესროლეო“.

,,ხადელებს ჩამოუკიდიათ და თქვა ყველაფერი, ძალოვნებმა უნდა იმოქმედონ, რომ არ მოკლან”.

 

ტეგები