„მეგობრებო გთხოვთ გააზიაროთ პოსტი და ამით დაინახონ რომ არ ვარ მარტო!“ - ზვიად კუპრავა
ამობეჭდვა · 08 / 07 / 2018 23:23
„მეგობრებო გთხოვთ გააზიაროთ პოსტი და ამით დაინახონ რომ არ ვარ მარტო!“ - ზვიად კუპრავა

ზვიად კუპრავა ხვალ 12 საათზე ვაკე -საბურთალოს პოლიციის სამმართველოშია დაბარებული. ამის შესახებ კუპრავა ფეისბუქის გვერდზე წერს:

„მეგობრებო გთხოვთ გააზიაროთ პოსტი ყველამ და ამით დაინახონ რომ არ ვარ მარტო !

მაშინ როცა უბრალო ადამიანები, არასამთავრო სექტორი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და თითქმის ყველა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია დღევანდელ ქართულ მართლმსაჯულებას "აგინებს", მასში კორუფციულ და კლანურ მართველობაზე პირდაპირ მიუთითებს...

თურმე მხოლოდ მე ავღმოჩნდი მსოფლიოში ერთადერთი პირი, რომელმაც ამ უსამართლო ქართულ სასამრთლოს მივაყენე შეურაცხყოფა.

ამიტომაც ხვალ 12 საათზე დამიბრეს ტელევიზიის გვერდით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ბრალის წასაყენებლად..

როგორც ჩანს, ივანიშვილი ვერ ეგუება ჩემს თავისუფლებას....

მან ზუსტად იცის, რომ ჩემი გარეთ ყოფნა მისი მმართველობის ხანმოკლეობის პირდაპირ პროპორციულია, ამიტომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო!

მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს, გულშემატკივრებს, ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სამართლიანობა ქვეყანაში...

ხვალ, 12 საათზე, ვაკე-საბურთალოს სამმართველოსთან, დავდგეთ ყველა ერთად სისტემის წინააღმდეგ!“

ტეგები