ქუთაისის საბავშვო ბაღიდან ვაშლი და ხორცის ფარში მოიპარეს
ამობეჭდვა · 09 / 07 / 2018 11:48
ქუთაისის საბავშვო ბაღიდან ვაშლი და ხორცის ფარში მოიპარეს

ქუთაისის საბავშვო ბაღებში პროდუქტების ქურდობა გამოვლინდა. kutaisitoday-ს ინფორმაციით, კილო ნახევარი ვაშლი და ნახევარი კილო ხორცის ფარში მზარეულმა მოიპარა.

ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების მმართველი დავით წიტაიშვილის განმარტებით, გაერთიანების მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელმა ნომერ მე-4 და 33-ე ბაღებში ხორცის ფარშის და ვაშლის მოპარვის ფაქტები გამოავლინა.

აღნიშნული შეძენილი პროდუქტი ბავშვების კვებისთვის იყო გამზადებული, ხოლო მზარეულმა ის მოიპარა. გაერთიანებამ ორივე პირი ბაღებიდან დაითხოვა- განაცხადა გაერთიანების მმართველმა დავით წიტაიშვილმა ჩვენთან საუბარში

ტეგები