ახალი დეტალები ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის შესახებ
ამობეჭდვა · 09 / 07 / 2018 12:30
ახალი დეტალები ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის შესახებ

ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, "პირველ არხთან" საუბარში ადგილპობრივები აცხადებენ, რომ  მწყემსი, რომელიც საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი პირის და მათი ოთხი წლის შვილის მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავეა, ადგილობრივი მცხოვრები არ არის.

როგორც ხადას ხეობის მოსახლეობა ამბობს, მწყემსი დაკავებულია. მათი ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავემ თქვა, რომ ბავშვი ტიროდა და ამის გამო მოკლა.

ხადას ხეობაში რამდენიმედღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ოთხი წლის ბავშვი გარდაცვლილი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტრიაზე იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს დუშეთის გამგებელმა ზურაბ სეხნიაშვილმა დაუდასტურა.

ტეგები