ტაილანდში მღვიმიდან ბავშვების სამაშველო ოპერაცია ელონ მასკის შექმნილი კაფსულით ხორციელდება (ვიდეო)
ამობეჭდვა · 09 / 07 / 2018 12:38
ტაილანდში მღვიმიდან ბავშვების სამაშველო ოპერაცია ელონ მასკის შექმნილი კაფსულით ხორციელდება (ვიდეო)

ტაილანდში მღვიმიდან ბავშვების სამაშველო ოპერაცია ელონ მასკის შექმნილი კაფსულით ხორციელდება. მღვიმიდან ბავშვბის გამოყვანის ოპერაცია დღეს დილიდან განახლდა. მაშველებმა 4 ბავშვი მღვიმიდან გუშინ გამოიყვანეს. ადგილზე რჩება 8 ბავშვი და მათი ახალგაზრდა მწვრთნელი.

მასკის თქმით, კაფსულის გამოყენებამდე, ის ლოს ანჯელესში წარმატებით გამოსცადეს. ხოლო, მოგვიანებით, გარკვეული მოდიფიკაციებით ის საევაკუაციო დანიშნულებით კოსმოსშიც შეიძლება გმაოიყენონ.

მღვიმიდან გამოყვანილი ბავშვები საავადმყოფოში რჩებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გადარჩენილი მოზარდების ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია. ბავშვების მონახულების უფლება ოჯახის წევრებს 24 საათის გასვლის შემდეგ, დღეს საღამოს ექნებათ. 

ტეგები