ხადას ხეობაში ამერიკელების მკვლელობის გამო, აშშ-ის საელჩოსთან სამძიმრის გამოსახატად იკრიბებიან
ამობეჭდვა · 09 / 07 / 2018 15:21
ხადას ხეობაში ამერიკელების მკვლელობის გამო, აშშ-ის საელჩოსთან სამძიმრის გამოსახატად იკრიბებიან

ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობის გამო, საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან მოქალაქეები სამძიმრის გამოსახატად 20:00 საათზე შეიკრიბებიან.

"ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის გამო საქართველოს მოქალაქეებს გთხოვთ, სამძიმარის გამოსახატად შევიკრიბოთ დღეს 20:00 საათიდან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წინ, მიმდებარე ტერიტორიაზე და თანაგრძნობა, წუხილი, სამძიმარი და მონანიებაც გამოვუცხადოთ სმიტების ოჯახის ახლობელბსა და ნათესავებს", - ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში ვრცელდება.

შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობასთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.

ტეგები