აშშ-ის საელჩოსთან სმიტების ოჯახის სამოქალაქო სამძიმრის აქცია მიმდინარეობს (ფოტო)
ამობეჭდვა · 09 / 07 / 2018 20:27
აშშ-ის საელჩოსთან სმიტების ოჯახის სამოქალაქო სამძიმრის აქცია მიმდინარეობს (ფოტო)

ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი ოთხი წლის შვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეომს საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან. ადგილზე რიგით მოქალაქეებს ყვავლები, სათამაშოები და სანთლები მიაქვთ. ისინი სამძიმარსა და თანადგომას უცხადებენ დაღუპულთა ახლობლებსა და მეგობრებს.

ღონისძიება დღეს სოციალურ ქსელში დაანონსდა.

შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორაგარდაცვლილები იპოვეს. სამართალდამცველებმა დღეს იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.

ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობის ბრალდებით შსს-მ 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავა.

Nino Zhvania-ს ფოტო.

Nino Zhvania-ს ფოტო.

Nino Zhvania-ს ფოტო.

Nino Zhvania-ს ფოტო.

Nino Zhvania-ს ფოტო.

Nino Zhvania-ს ფოტო.

ტეგები