იაპონიაში სექტა "აუმ სიმრიკეს" ხელმძღვანელი და 6 წევრი სიკვდილით დასაჯეს
ამობეჭდვა · 09 / 07 / 2018 23:54
იაპონიაში სექტა "აუმ სიმრიკეს" ხელმძღვანელი და 6 წევრი სიკვდილით დასაჯეს

იაპონიაში ორგანიზაცია "აუმ სინრიკეს" ხელმძღვანელი, სეკო ასაჰარა და კიდევ ექვსი წევრი ჩამოახრჩეს. 

სექტის დამფუძნებლის სეკო ასაჰარეს გარდა, სიკვდილით დასაჯეს კიოხიდე ხაიაკავა, რომელიც ორგანიზაციაში თავდაცვის მინისტრის ფუნქციას ასრულებდა, ასევე, ტომომა ნაკაგავა და იოსიხირუ ინოუე.

რელიგიური სექტა "აუმ რინრიკე" იაპონიის ისტორიაში ყველაზე მაშტაბური ტერაქტის ორგანიზატორია. ტერაქტი ტოკიოს მეტროში 1995 წლის 20 მარტს განხორციელდა, შედეგად დაიღუპა 13 ადამიანი, ხოლო 6 ათასზე მეტი მოიწამლა. სექტის წევრებმა, ტოკიოს მეტროში, მომწამვლელი ნივთიერება ზარინი გააფრქვიეს.

ტეგები