ტაილანდის მთავრობა აცხადებს, რომ მღვიმეში დარჩენილ ოთხ ბიჭს და მწვრთნელს დღეს გამოიყვანენ
ამობეჭდვა · 10 / 07 / 2018 11:31
ტაილანდის მთავრობა აცხადებს, რომ მღვიმეში დარჩენილ ოთხ ბიჭს და მწვრთნელს დღეს გამოიყვანენ

ტაილანდის მთავრობა პირობას დებს, რომ დღეს მღვიმეში დარჩენილ ყველა პირს გამოიყვანენ. როგორც სამაშველო ოპერაციის საგანაგებო შტაბში აცხადებენ, გამოქვაბულში მყვინთავები დილის ათ საათზე შევიდნენ და თითოეული ბიჭის გამოყვანას დაახლოებით 6 საათს მოანდომებენ.

დღეს მღვიმეში მყოფ ოთხ ბიჭს და მათ მწვრთნელსაც გამოიყვანენ. ოპერაცია გუშინდელთან შედარებით უფრო ხანგრძლივი იქნება, რადგან მღვიმე უნდა დატოვონ ასევე მაშველებმა, ექიმმა და მათთან მყოფმა საზღვაო ქვეითებმა.

ტაილანდში ბავშვების მღვიმიდან გამოყვანის ოპერაციის მესამე და გადამწყვეტი ფაზა დღეს დილით დაიწყო. ბავშვების გამოსაყვანად გამოქვაბულში 19 მყვინთავი შევიდა.

ტეგები