ტოჩინოშინმა შოჰოზანი დაამარცხა
ამობეჭდვა · 10 / 07 / 2018 12:55
ტოჩინოშინმა შოჰოზანი დაამარცხა

ნაგოია ბაშოს მე-3 დღეს ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მე-3 მაეგაშირა შოჰოზანს დაუპირისპირდა, რომელთანაც დადებითი ბალანსი (13 გამარჯვება, 5 მარცხი) ჰქონდა.

ლევანს განვლილ ორ დღეში ორი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული და მიზანს დღესაც მარტივად მიაღწია.

შოჰოზანმა ლევანთან გამკლავება სწრაფი მიძალებით (ცუპარებით) სცადა, თუმცა ტოჩინოშინმა მავაშიში ჩავლება აიღო, მეტოქე ჰაერში ასწია და დოჰიოდან  გაიყვანა.

ჯურიო დივიზიონში თავისი ორთაბრძოლა დღეს გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი) მოიგო და დადებითი ბალანსი (2-1) აღიდგინა.

ტეგები