ტაილანდში დატბორილი მღვიმიდან ყველა ბავშვი და მწვრთნელი ამოიყვანეს
ამობეჭდვა · 10 / 07 / 2018 15:19
ტაილანდში დატბორილი მღვიმიდან ყველა ბავშვი და მწვრთნელი ამოიყვანეს

ტაილანდში მაშველებმა დატბორილი გამოქვაბულიდან მიწის ზედაპირზე ბოლო, მე-12-ე მოზარდი და საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი ამოიყვანეს. 

Spring News-ის ინფორმაციით, მოზარდსა და 25 წლის მწვრთნელს საველე ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის 12 მოზარდი მწვრთნელთან ერთად 23 ივნისს გაუჩინარდა. ისინი 7-კილომეტრიან გამოქვაბულში შევიდნენ, სადაც წყალდიდობის გამო ბლოკირებულები აღმოჩნდნენ. მაშველებმა ისინი მხოლოდ 10 დღის შემდეგ აღმოაჩინეს.

ტეგები