WHO-მ შეცდომა აღიარა - საქართველო ჰაერის დაბინძურებით არა პირველ, არამედ 70-ე ადგილზეა
ამობეჭდვა · 10 / 07 / 2018 15:23
WHO-მ შეცდომა აღიარა - საქართველო ჰაერის დაბინძურებით არა პირველ, არამედ 70-ე ადგილზეა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) საკუთარი შეცდომა გამოასწორა - თუ ორგანიზაციის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშს დავუჯერებდით, საქართველოს ჰაერი იმდენად მომაკვდინებელი იყო, რომ მთელი პლანეტის მასშტაბით ყველაზე მეტ დაავადებასა და სიკვდილიანობას იწვევდა.

ორგანიზაციის წინა შეფასებით, 100,000 კაცზე გაანგარიშების შემთხვევაში, ქართული ჰაერი ყოველწლიურად 292 ადამიანს კლავდა, რაც გლობალურ საშუალოს რამდენჯერმე აღემატებოდა. ეს მონაცემები აშკარად მცდარი იყო, რადგანაც ქვეყანაში, სადაც არც წარმოება და არც ქიმიური ინდუსტრია არ არის განვითარებული თითქმის შეუძლებელია ჰაერის დაბინძურებამ ასეთ მასშტაბებს მიაღწიოს.

2018 წლის განახლებული ანგარიშით კი ორგანიზაციამ მეთოდლოგიური შეცდომა გამოასწორა, რის შედეგადაც საქართველომ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით 1-დან 70-ე ადგილზე გადაინაცვლა. 

 

 

იხილეთ სრულად

ტეგები