ქუთაისში, სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულიდან 16 წლის გოგონა გადმოვარდა
ამობეჭდვა · 10 / 07 / 2018 18:33
ქუთაისში, სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულიდან 16 წლის გოგონა გადმოვარდა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულიდან 16 წლის გოგონა გადმოვარდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მეზობლები ყვებიან, რომ ყვირილის ხმა გაიგეს და ასფალტზე დავარდნილი ახალგაზრდა დაინახეს.

„გავიგეთ ყვირილის ხმა. არ ვიცი, როგორ უნდა გადავარდნილიყო ფანჯრიდან, ფანჯრები მაღალზეა. სარეცხის თოკებიც არ აქვთ, სარეცხის გაფენისას რომ გადმოვარდნილიყო“, – განუცხადა პირველ არხს სოციალური საცხოვრისის ერთ-ერთმა ბინადარმა.

დაშავებული ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. მას ფეხი აქვს მოტეხილი და დაჟეჟილობები აღენიშნება.

ტეგები