მზით დამწვრობა 100-მა ადამიანმა მიიღო, მათგან ერთი 3 წლის ბავშვია
ამობეჭდვა · 10 / 07 / 2018 18:45
მზით დამწვრობა 100-მა ადამიანმა მიიღო, მათგან ერთი 3 წლის ბავშვია

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის მთავარი ექიმი, გუგა ქაშიბაძე რუჯის მიღების მსურველების მიმართავს, რომ 11:00-დან 17:00 საათამდე მზეზე ყოფნას მოერიდონ.

მისივე ინფორმაციით, გასულ სეზონებთან შედარებით, მზით დამწვრობის ჩივილით დამწვრობის ცენტრისთვის მიმართვიანობა გაზრდილია.

„ივნისის დასაწყისიდან მზით დამწვრობით 100-მდე პაციენტის მომართვიანობა გვაქვს, აქედან დაახლოებით, 25 პაციენტს დასჭირდა სტაციონალიზაცია, დანარჩენს, ამბულატორიული მკურნალობა. ამ პერიოდისთვის კლინიკაში 4 პაციენტია მოთავსებული. ყველაზე პატარა 3 წლის ბავშვი იყო, ხოლო, მაქსიმალური ასაკის, 26 წლის ქალი. გენდერული თანასწორობა ჩემდა გასაკვირად, დაცულია. დამწვართა 50 პროცენტი მამაკაცები არიან, 50 პროცენტი ქალბატონები", - აცხადებს ქაშიბაძე.

რაც შეეხება ლეღვის ნახარშით მიღებულ დამწვრობას, 23 წლის მამაკაცი ამ დრომდე კლინიკაშია მოთავსებული, მეორე კი გოგონა ბინაზეგაეწერა.

ტეგები