რუსეთმა პროტესტს უპასუხა - ნაკრების ფეისბუკგვერდზე საქართველოს წვდომა აღარ აქვს
ამობეჭდვა · 10 / 07 / 2018 18:56
რუსეთმა პროტესტს უპასუხა - ნაკრების ფეისბუკგვერდზე საქართველოს წვდომა აღარ აქვს

რუსეთის მეოთხედფინალიდან გამოვარდნის შემდეგ, ფეისბუკის ქართველმა მომხმარებლებმა საპროტესტო აქცია წამოიწყეს. რუსეთის ნაკრების ოფიციალურ გვერდზე (Сборная России по футболу) გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც მათი გუნდის მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნას გვამცნობს, რამდენიმე ათასი haha (რეაქცია) დაუგროვდა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ქართველ მომხმარებელს ეკუთვნის.

პროტესტს სოციალურ მედიაში დიდი გამომხაურება მოჰყვა, რუსეთის ნაკრების გვერდმა კი ამ ყველაფერს დღეს ასე უპასუხა - ახლა უკვე ქართული IP-ით მათი ფეისბუკგვერდის ხილვა შეუძლებელია.

,,გილოცავთ ქართველ აქტივისტებს, დიდებული აქცია იყო! თქვენ საკუთარი ქვეყნის რეპუტაციის გაუმჯობესება შეძელით. სამწუხაროდ, მიზნის მისაღწევად ლაიკები და კომენტარები არ გეყოთ, კიდევ სცადეთ!'', - წერს გუნდის ოფიციალური გვერდი.

 


წყარო