ეუთო-ს სივრცეში საპარლამენტო ზედამხედველობის შესახებ, საქართველოს დელეგაციამ ღონისძიება გამართა
ამობეჭდვა · 10 / 07 / 2018 18:59
ეუთო-ს სივრცეში საპარლამენტო ზედამხედველობის შესახებ, საქართველოს დელეგაციამ ღონისძიება გამართა

ბერლინში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის (ODIHR)-ის დირექტორთან, ინგიბორგ გისლადოტირთან ერთად, ეუთოს რეგიონში საპარლამენტო ზედამხედველობის შესახებ, ღონისძიება გამართეს.

ღონისძიებაზე ძირითადი მოხსენება დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ წარმოადგინა, რომელმაც საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების პროცესზე და რეგლამენტის ცვლილებებზე ისაუბრა, რომლის განხილვაც პარლამენტში ამ დღეებში მიმდინარებს. მომხსენებელმა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებების მნიშვნელობაზე და ამ კუთხით, საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელ ხელისუფრებას შორის თანამშრომლობის ინსტრუმენტებზე ისაუბრა. 

„პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება ხელისუფლების ეფექტურ მუშაობას გულისხმობს, რაც ერთ-ერთ მთავარ საპარლამენტო პრიორიტეტს და დემოკრატიული განვითარების მაგალითს წარმოადგენს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საკითხთან დაკავშირებით, მოსაზრებები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა 

საკითხთან დაკავშირებით, მოსაზრებები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა  და ODIHR-ის დირექტორმა ინგიბორგ 

გისლადოტირმა გამოთქვეს. ღონისძიების თემაზე დისკუსია გაიმართა, რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, სლოვაკეთის, მალტის და პოლონეთის დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს.

ტეგები